ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჰოლივიდის ყოფილი კინო მაგნატი სასამართლომ სექსუალური ხასიათის დანაშაულში დამნაშავედ ცნო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სასამართლო პროცესის შედეგად, რომელიც ორი თვე მიმდინარეობდა, დადგინდა, რომ ვაინშტაინი თავის პირად გავლენებს იყენებდა ქალების შეხვედრებზე დასათანხმებლად, შემდეგ კი თავს ესხმოდა მათ.
80-ზე მეტმა ქალმა განაცხადა ვაინშტაინის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ, ეს ქმედებები კი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა.
ვაინშტაინი უკვე იხდის 23-წლიან პატიმრობას მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ, ნიუ-იორკში, მის პირველ სასამართლო პროცესზე, გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს.
დეტალები: სასამართლო პროცესი 4 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა და ათობით მოწმე გამოიკითხა.
პირველმა მოწმემ დაადასტურა, რომ 2013 წლის თებერვალში ლოს-ანჯელესში იტალიური კინოფესტივალზე იმყოფებოდა, როდესაც პროდიუსერი დაუპატიჟებლად ესტუმრა ბევერლი ჰილზის სასტუმროს ნომერში და მასზე იძალადა.
განაჩენის გამოტანის შემდეგ მოწმემ თქვა: "ჰარვი ვაინშტაინმა სამუდამოდ გაანადგურა ჩემი ნაწილი 2013 წლის იმ ღამეს და მე ამას ვერასდროს დავიბრუნებ".70 წლის ვაინშტაინს 24 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ვაინშტაინის ადვოკატები ნიუ-იორკის განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.