მსახიობებმა ემბერ ჰერდმა და ჯონი დეპმა ცილისწამების შესახებ სასამართლო დავის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჰერდის სადაზღვევო კომპანია მის ყოფილ ქმარს 1 მილიონ დოლარს გადაუხდის და ამით კონფლიქტში წერტილი დაისმება. დეპის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიღებულ თანხას დეპი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემს.
თავის მხრივ, ჰერდმა მიღებულ გადაწყვეტილებას „ძალიან რთული“ უწოდა, რადგან თავს უდანაშაულოდ თვლით, გარიგებაზე კი იმის გამო წავიდა, რომ ამერიკის სამართლებრივ სისტემაში რწმენა დაკარგა.
ივნისში ვირჯინიის შტატის სასამართლომ ჰერდი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო The Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელშიც მან დეპი ძალადობაში დაადანაშაულა. სასამართლომ ჰერდს ყოფილი ქმრისთვის 10,3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.