სტუდიამ Worner. Bros ფილმის „ბარბი“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, თრეილერში თოჯინებით მოთამაშე გოგოები გიგანტურ ბარბის ხედავენ - კადრები სტენლი კუბრიკის „კოსმოსური ოდისეაში“ შავი მონოლითის გამოჩენას იმეორებს.
სურათის რეჟისორი გრეტა გერვიგია. ფილმის სცენარი მან ნოა ბაუმბახთან ერთად ერთად დაწერა. მთავარ როლებს კი სურათში მარგო რობი და რაინ გოსლინგი თამაშობენ.
„ბარბი“ ეკრანებზე 2023 წლის 21 ივლისს გამოვა.