ტეილორ სვიფტის თქმით, Game of Thrones-ის ერთ-ერთ გმირს ძალიან ჰგავს

ტეილორ სვიფტის თქმით, Game of Thrones-ის ერთ-ერთ გმირს ძალიან ჰგავს

ტეილორ სვიფტის გულშემატკივრებისთვის ალბათ ახალი ამბავია არაა, რომ მომღერალი სამეფო კარის თამაშების დიდი ფანია და სერიალი და მისი პერსონაჟები სიმღერების წერის მომენტშიც შთააგონებდა. პოპვარსკვლავის თქმით, ამის ნათელი მაგალითი მისი ერთ-ერთი ალბომი Reputation არის.

"ჩემს უამრავ სიმღერაზე იქონია ამ შოუმ გავლენა," — განაცხადა ტეილორმა. —"Look What You Made Me Do არიას მტრების სიითა შთაგონებული, King of My Heart კი — დეინერისისა და დროგოს ურთიერთობით. I Did Something Bad მას შემდეგ დავწერე, რაც არია და სანსა შეთანხმდნენ, რომ ნეკა მოეკლათ. ამ სიმღერას და ასევე Look What You Made Me Do-ს ამასთანავე სერსეისა და დეინერისის გავლენებიც ემჩნევა. "

მიუხედავად იმისა, რომ ტეილორი შთაგონებას სამეფო კარის თამაშების სხვადასხვა საინტერესო პერსონაჟში პოულობს, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტ მსგავსებას არც მეტი, არც ნაკლები არია სტარკთან ხედავს.

"მართალია, ხმლის გამოყენება არ ვიცი და არც ცოცხალ-მკვდარი წამოვმდგარვარ და შურისძიების გეგმის შესრულება ისე გამიგრძელებია, მაგრამ 15 წელია, რაც მუსიკის ინდუსტრიაში ვარ, ასე რომ..." — იხუმრა მომღერალმა და მიანიშნა, რომ მანაც მშვენივრად იცის, მტრულ გარემოში როგორ გადარჩეს.