გუშინ საღამოს იტალიურ სპორტულ მას-მედიას კლუბი „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ესაუბრა.
აღმოჩნდა რომ ედინსონ კავანის გაყიდვის მიუხედავად, მომავალ სეზონში გუნდს იტალიის ჩემპიონატში გამარჯვება აქვს დაგეგმილი.
„ედინსონი ჩვენთვის დიდი ძალა იყო, მაგრამ მისი წასვლის მიუხედავად „ნაპოლი“ არ დასუსტდება. კავანის შემცვლელებად არგენტინელ გონსალო იგუაინსა და ბრაზილიელ ლეანდრო დამიაოს მოვიაზრებ.“ - განაცხადა დე ლაურენტისმა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალმა“ იგუაინი 40 მილიონ ევროდ შეაფასა. იტალიელები მასში 30 მილიონის გადახდას აპირებენ.
ესპანური გამოცემა „Marca”-ს მტკიცებით, გუნდების წარმომადგენლები მოლაპარაკებათა მაგიდას უკვე შემოუსხდნენ.
25 წლის იგუაინმა წინა სეზონში „რეალის“ რიგებში 37 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.