“ბრედლიმ პატარა ლეას სკოლაში მიაკითხა” – ვარსკვლავური მამა-შვილი გაკვეთილების შემდეგ ერთად სეირნობს

“ბრედლიმ პატარა ლეას სკოლაში მიაკითხა” – ვარსკვლავური მამა-შვილი გაკვეთილების შემდეგ ერთად სეირნობს

47 წლის ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი პაპარაცებმა რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი გადატვირთული გრაფიკის შემდეგ თავისუფალ დროს ქალიშვილთან, ლეასთან ერთად ატარებს. ამჟამად ბრედლი და ლეა სკოლიდან წამოსვლის შემდეგ პაპარაცებმა მანჰეტენზე სეირნობისსს შენიშნეს.

შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერი და მისი ყოფილი მეგობარი გოგონა, მოდელი ირინა შეიკი ერთმანეთს 2015 წლიდან 2019 წლამდე ხვდებოდნენ. დაშორების შემდეგ მეურვეობის უფლება მშობლებმა თანაბრად მოიპოვეს, მას შემდეგ კი ბრედლი და ირინა გოგონასთან დროს შეთანხმებულად ატარებენ. უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავური წყვილი შვილის გამო ერთმანეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.