ჰენრი კავილს სუპერმენის როლში ვეღარ ვიხილავთ

ჰენრი კავილს სუპერმენის როლში ვეღარ ვიხილავთ

ჯეიმს განმა დაადასტურა, რომ Man of Steel-ის შემდეგი ნაწილის გადაღება აღარ იგეგმება და სუპერმენის პერსონაჟის შესახებ ახალი გეგმები გაგვაცნო. მისი თქმით, სუპერმენის ახალგაზრდობის წლებზე ფილმის გადაღებას აპირებს, რომელშიც ჰენრი კავილს ვეღარ ვიხილავთ.

ჯეიმს განმა განაცხადა, რომ მალე ახალ პროექტებზე იწყებს მუშაობას, რის შესახებაც ოფიციალურ განცხადებას შემდეგი წლის დასაწყისში გააკეთებს. "საწყის ეტაპზე ჩვენი ისტორია სუპერმენის ცხოვრების ადრეულ წლებზე იქნება ფოკუსირებული, ამიტომ პერსონაჟს ჰენრი კავილი აღარ განასახიერებს. ჩვენ ჰენრის უკვე შევხვდით, ისევ მისი დიდი გულშემატკივრები ვართ და იმ არაერთ საინტერესო შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ, რომლებსაც სამომავლოდ ვგეგმავთ", — განაცხადა ჯეიმს განმა.

ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. ჰენრი კავილს The Witcher-ის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ Black Adam-ში სუპერმენის როლის მორგებას აპირებდა.

ამ სიახლის შემდეგ ჰენრი კავილის ფანები ელოდნენ, რომ მსახიობს სუპერმენის როლში კიდევ სხვა ფილმებშიც იხილავდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალი ფილმი პერსონაჟის ადრეული წლების შესახებ იქნება.