საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვია.
დღეს გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან: არნო დანჟანთან (თავმჯდომარე, ევროპელ ხალხთა პარტია – საფრანგეთი), კრჟიშტოფ ლისეკთან (ევროპის სახალხო პარტია –პოლონეთი), ანა გომესთან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი – პორტუგალია), ტერესა რიერა მადურელთან (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი – ესპანეთი) და პაველ კოვალთან (ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები – პოლონეთი). შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებს.