საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია დღეს გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მინისტრ სეირან ოჰანიანის ხელმძღვანელობით, პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი პირისპირ უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას. თავდაცვის სამინისტროში, ასევე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის.