სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უწყებაში (ვიდეო)

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უწყებაში (ვიდეო)

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. დღეს, სეირან ოჰანიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. უცხოელი სტუმრების ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის უწყების ეზოში გაიმართა.

ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.

დაგეგმილია თავდაცვის სამინისტროში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. დღესვე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის თავდაცვის მინისტრი სეირან ოჰანიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.