ცოტა ხნის წინ ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა სენსაციური ცნობა გაავრცელეს.
აღმოჩნდა, რომ ცნობილ მსახიობს ალ პაჩინოს თავის დროზე საკუთარი სახელმწიფოს წინაშე დიდი დავალიანება დაუგროვდა. თურმე 2009 წელს 182 ათასი დოლარი, ხოლო 2010 წელს 22 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.
ალ პაჩინოს განცხადებით, მას სახელმწიფოს მოტყუება აზრადაც არ მოსვლია. შესაბამისმა უწყებებმა სათანადო გამოძიება უკვე ჩაატარეს და დამნაშავესაც მალე მიაგნეს. ის მსახიობის იმდროინდელი ბიზნეს-მენეჯერი კენეტ სტარი აღმოჩნდა.
მისტერ კენეტის სახელი ჰოლივუდში კარგადაა ცნობილი. ამ ადამიანმა რამდენიმე წლის წინ მსახიობი უმა თურმანი გააბითურა, ამჟამად კი ვალების ორმოში ალ პაჩინო ჩააგდო.
კენეტ სტარი აშშ-ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს და წინასწარი დაკავების საკანშიც მოათავსეს. სასამართლო უახლოეს მომავალში ჩატარდება და თაღლითსაც ალბათ დამსახურებელ სასჯელს გამოუწერენ.
რაც შეეხება მოტყუებულ ალ პაჩინოს. ის მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზემოთ მოყვანილი თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადოს და ყველა ფინანსური პრობლემა დროულად მოაწესრიგოს.