რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ კატალონიური „ბარსელონას“ 25 წლის ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ამჟამინდელ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.
დღევანდელი დღიდან ბუსკეტსი ტიტო ვილანოვას გუნდში 2018 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
იმ გუნდებს, რომლებსაც ნახევარმცველის შეძენა მოუნდებათ „ბარსელონასთვის“ 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
სერხიო ბუსკეტს კატალონიური გუნდის რიგებში ესპანეთის პირველობაზე 147 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბუსკეტსმა ესპანეთის ეროვნული გუნდის მაისური 59 მატჩში მოირგო.