რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადაწყვიტა

რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება გადაწყვიტა

რამდენიმე დღის წინ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ამჟამინდელი გუნდის საწვრთნელი შეკრება დატოვა.

ამ დღეებში მანჩესტერელები ტაილანდში იმყოფებიან, შემტევმა უეინმა მუხლის ტრავმა მოიმიზეზა და ინგლისში დაბრუნდა.

დღეს დილით ბრიტანულმა „Sky Sports”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუნის ტრავმა ფეხბურთელის მიერ მოგონილი აღმოჩნდა და მოთამაშემ ამჟამინდელი გუნდის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა.

აღმოჩნდა რომ რუნი ტაილანდში „იუნაიტედის“ ახალ მთავარ მწვრთნელ დავით მოიესს პირისპირ ესაუბრა და ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მოსთხოვა. „ევერტონის“ ყოფილმა დამრიგებელმა „მოჯანყე“ თავდამსხმელს ამაზე სასტიკი უარი განუცხადა და აუხსნა, რომ სათამაშო დროს ჰოლანდიელ რობინ ვან პერსისთან ერთად გაუყოფდა. 27 წლის უეინმა ამ საუბრის მეორე დილასვე კლუბი სასწრაფოდ დატოვა.

ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, უეინ რუნი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ამ გუნდის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შემტევის შესაძენად 80 მილიონი ევრო უკვე მოამზადა.