BTS-ის ყველაზე უფროსი წევრი ჯარში უკვე გაიწვიეს

BTS-ის ყველაზე უფროსი წევრი ჯარში უკვე გაიწვიეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის წევრებს ჯარში გაიწვევდნენ. სამხრეთ კორეაში ყველა შრომისუნარიანი კაცი ვალდებულია, 28 წლამდე 18 თვე არმიაში იმსახუროს. თავიდან კანონი გამონაკლისს ითვალისწინებდა მათთვის, ვინც "პოპულარულ კულტურასა და ხელოვნებაში წარმატებას მიაღწია". მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ K-pop-ის წევრებს ჯარში მაინც გაიწვევდნენ.

ჯინი, რომელიც BTS-ის ყველაზე უფროსი წევრია, ჯარში უკვე გაიწვიეს. 30 წლის BTS-ის წევრმა ახლახან ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ამცნო, რომ სამხედრო სამსახურისთვის თმა შეიჭრა. "იმაზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ველოდი", — ამბობს ჯინი.

ჯინმა ხუთკვირიანი წვრთნა ჩრდილოეთ კორეის საზღვართან ახლოს მდებარე ბანაკში გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკში, რომელშიც ჯინი მიიღეს, ახალწვეულებს იატაკზე სძინავთ, ერთ ოთახში კი დაახლოებით 30 ადამიანი ცხოვრობს. მათ იარაღის გამოყენებას ასწავლიან და ომის სხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეას დაძაბული ურთიერთობა აქვს მეზობელ ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ბირთვულ იარაღსაც ფლობს. სწორედ ასეთი მდგომარეობა განაპირობებს, რომ შრომისუნარიანმა კაცებმა საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალდებულება მოიხადონ და 18 თვე არმიაში იმსახურონ.