“ოჯახური იდილია” – ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის ახალი ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

“ოჯახური იდილია” – ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის ახალი ფოტოები სოციალურ მედიას იპყრობს

ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი და რუსი მოდელი ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი ყოფილი ვარსკვლავური წყვილია, რომელთა ცხოვრებაც გამუდმებით უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ხვდება.

როგორც იცით, ბრედლის და ირინას საერთო ქალიშვილი, ოთხი წლის ლეა ჰყავთ. შესაბამისად, ისინი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და გოგონას აღზრდაში თანაბარ მონაწილეობას იღებენ.

ბუნებრივია, წყვილი ქალიშვილის გამო ერთმანეთს აქამდეც უკავშირდებობდა, თუმცა ისინი ასეთი სიხშირით საზოგადოებაში არასდროს ჩნდებოდნენ.

ყოფილი წყვილი ნიუ-იორკში საახალწლო შოპინგზე იმყოფებოდა.