“ახალი იმიჯი, ახალი ერა და ახალი პერიოდის დასაწყისი” – კიმ კარდაშიანის შეცვლილი იმიჯი

“ახალი იმიჯი, ახალი ერა და ახალი პერიოდის დასაწყისი” – კიმ კარდაშიანის შეცვლილი იმიჯი

ამერიკელი ბიზნესვუმენი და რეალითი შოუების ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან სიახლეებს ყოველთვის განსხვავებულად ხვდება.

მისთვის ახალი სტილი, იმიჯი და შეცვლილი გარეგნობა ახალ პერიოდთან ასოცირდება.

კიმ კარდაშიანის სტილზე უკვე რამდენიმე წელია რაც makeup არტისტი Mario Dedivanovic და სტილისტი Chris Appleton ზრუნავენ. შეგახსენებთ, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავმა თმა პლატინისფერ ქერად მოდის ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიებისთვის “მეტ გალასთვის” შეიღება.

ამჯერად კიმი საზოგადოებაში კარამელისფერი სტილით გამოჩნდა. როგორც უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, კიმის ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება, ვარსკვლავი რამდენიმე დღის წინ ახლა უკვე ყოფილ მეუღლეს ქანიე უესტს ოფიციალურად გაშორდა.