მაკარტნიმ „მოწევას“ თავი დაანება

მაკარტნიმ „მოწევას“ თავი დაანება

ერთი წლის წინ ამერიკული გამოცემა „Rolling Stone” სერ პოლ მაკარტნის ესაუბრა. ბრიტანელმა მუსიკოსმა ჟურნალის კორესპონდენტს განუცხადა რომ უახლოეს მომავალში ერთი მავნე ჩვევისაგან გათავისუფლებას აპირებდა.

აღმოჩნდა რომ სერ პოლი დიდი ხნის განმავლობაში მარიჰუანას აქტიური მომხმარებელი ბრძანდებოდა. ამ მავნე ჩვევას წინა საუკუნის 60-იან წლებში დაეჩვია და არაერთი მცდელობის მიუხედავად თავი ვერ დაანება.

საინტერესოა,რომ თავის დროზე მუსიკოსს ყოფილმა მეუღლემ ჰიზერ მილსმა ერთგვარი ულტიმატუმიც კი წაუყენა, მაგრამ მაკარტნიმ „მოსაწევს” თავი არ ან ვერ დაანება. მართალია ერთი პერიოდი ქალმა თითქოს გაიმარჯვა, მაგრამ ცოლთან გაყრის შემდეგ მაკარტნი „ბალახს” კვლავ დაუბრუნდა.

„აქტიურ მუსიკალურ კარიერას ვაგრძელებ და შევამჩნიე რომ მარიჰუანას აქტიური მოხმარება ჩემს შემოქმედებაზე უარყოფითად მოქმედებს. ამის გარდა პატარა ქალიშვილი მეზრდება. სანამ ჩემი გოგონა სრულწლოვანების ასაკს არ მიაღწევს მარიჰუანასათვის თავის დანებება მომიწევს.”- განაცხადა გასულ წელს პოლ მაკარტნიმ. 

რამდენიმე დღის წინ ამერიკული ჟურნალის წარმომადგენელი მაკარტნის კვლაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა რომ მუსიკოსმა დანაპირები შეასრულა და „მოსაწევს“ აღარ ეკარება.

„18 ივნისს 71 წელი შემისრულდა. შემიძლია სიამაყით გაცნობოთ, რომ „ბალახი“ საბოლოოდ გადავაგდე და ამჟამად ცხოვრების ჯანმრთელ წესს მკაცრად ვიცავ. ეს ნაბიჯი ალბათ ადრე უნდა გადამედგა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. - განაცხადა პოლ მაკარტნიმ.