ანტონიო ბანდერასის აზრით, ტომ ჰოლანდი ზოროს როლში არაჩვეულებრივი იქნებოდა

ანტონიო ბანდერასის აზრით, ტომ ჰოლანდი ზოროს როლში არაჩვეულებრივი იქნებოდა

ჰოლივუდში დამკვიდრებული ახალი ტენდენციით, კლასიკად აღიარებული, მთელ მსოფლიოში საყვარელი ფილმების მიხედვით ხშირად იღებენ გაგრძელებას ანდაც იმავე ფილმის ახალ ვერსიას. ამ საკითხზე ესპანელმა მსახიობმა ანტონიო ბანდერასმაც ისაუბრა, რომელმაც წლების წინ ლეგენდარული ზოროს როლი მოირგო 1998 წლის და 2005 წლის ფილმებში The Mask of Zorro და The Legend of Zorro. ბანდერასის აზრით, თუ კიდევ გადაიღეს ამ პერსონაჟით შთაგონებული ფილმი ჰოლივუდში, ტომ ჰოლანდი არაჩვეულებრივი იქნებოდა მთავარ როლში.

"ჩემთვის რომ ეთქვათ ზოროზე ახალ ფილმს ვიღებთო, იმავეს ვიზამდი, რაც ენტონი ჰოპკისმა ჩემთვის გააკეთა — ჩირაღდანს სხვას გადავცემდი," — განაცხადა ანტონიო ბანდერასმა.

"ძალიან ენერგიული და მხიარულია. მასაც აქვს იგივე ნაპერწკალი, რაც ჩვენ გვქონდა,"— დაამატა ტომ ჰოლანდთან დაკავშირებით.

ანტონიო ბანდერასი და ტომ ჰოლანდი ერთად მონაწილეობენ ფილმში Uncharted, ტომი ასევე ცნობილია სპაიდერმენის როლის შესრულებით მარველის ფილმში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.