რობერტ პატინსონი შეყვარებულთან ერთად წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა

რობერტ პატინსონი შეყვარებულთან ერთად წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა

ბრიტანელი მსახიობები, რობერტ პატინსონი და სუკი უოთერჰაუზი, უკვე ოთხი წელია, რაც ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა ახლახან პირველად გამოჩნდნენ ერთად წითელ ხალიჩაზე დიორის 2023 წლის კაცის კოლექციის ჩვენებაზე.

რობერტ პატინსონს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს და მიაჩნია, რომ რაც ნაკლები ეცოდინება ხალხს მისი რომანტიკული პარტნიორის შესახებ, უფრო ჯანსაღი და დაცული იქნება მათი ურთიერთობა.

"თუ ხალხს შენს ურთიერთობაში ჩაახედებ, ეს სიყვარულს აუფასურებს," — განაცხადა პატინსონმა. —"ვიღაც უცნობმა რომ გკითხოს ქუჩაში შენი ურთიერთობის შესახებ, იფიქრებდი, რომ უადგილო და უზრდელური კითხვაა. თუ კედელს აღმართავ, ყველაფერი უკეთ დასრულდება."

"არ მესმის, როგორ შეუძლია ხალხს ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული გამოჩნდეს, მე რომ ამას ვაკეთებ ათასობით ადამიანი იღებს ჩემს ფოტოს. ხაზი თამაშსა და სინამდვილეს შორის ირეცხება და ბოლოს გაგიჟდები,"— დაამატა მსახიობმა.

რობერტ პატინსონი მსოფლიო საზოგადოებამ ფილმში Twilight ედვარდ ქალენის როლის შესრულებით გაიცნო. ასევე მთელი მსოფლიო საუბრობდა და აქტიურად განიხილავდა მისი და მისი კოლეგის, მსახიობ კრისტენ სტიუარტის, რომანს. როგორც ჩანს, ამ გამოცდილებამ რობერტ პატინსონს პირადი სივრცის მაქსიმალურად დაცვისკენ უბიძგა.