გუშინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გამოჩენილი მუსიკოსი, ჯგუფი „The Rolling Stones”-ის ლიდერი მიკ ჯაგერი დაქორწინებას აპირებს. პოპულარული როკმენის რჩეული დიზაინერი ლოურენ სკოტი გახლავთ.
ჯაგერი და მისი რჩეული ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ, მაგრამ თავიანთი ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონება ამჟამად გადაწყვიტეს.
საინტერესოა რომ ქალბატონი სკოტი სახელგანთქმულ მუსიკოსს ბოლო წლების განმავლობაში ცოლობაზე მუდმივად უარს ეუბნებოდა და ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ ორი დღის წინ გადაწყვიტა.
მიმდინარე წლის 26 ივლისს მიკ ჯაგერს 70 წელი შეუსრულდება, მისი რჩეული კი 46 წლის გახლავთ. ქალბატონი ლოურენი პირველად თხოვდება, ბატონი მიკი კი მესამედ ოჯახდება.
ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, ვარსკვლავური წყვილის საქორწინო ცერემონიალი სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.