რამდენიმე დღის წინ გერმანიის ეროვნული გუნდისა და მიუნჰენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი მარიო გომესი იტალიურ „ფიორენტინაში“ გადავიდა.
დღეს დილით გამოცემამ „The World Game” გომესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ ქალაქ ფლორენციაში პეპ გვარდიოლას რჩევის შემდეგ გადავიდა.
„პეპს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობ და ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობა გვაკავშირებს. როდესაც „ფიორენტინასგან“ მიწვევა მომივიდა დაუყოვნებლივ გვარდიოლას დავუკავშირდი და მისი აზრით დავინტერესდი.
პეპმა მირჩია რომ ამ შემოთავაზებაზე დიდი ხანი არ მეფიქრა და იტალიელებისთვის საკუთარი თანხმობა დაუყოვნებლივ გამომეცხადებინა.
გვარდიოლას მტკიცებით, „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ჩინებული ადამიანი და მაღალი დონის მწვრთნელია, ქალაქი ფლორენცია კი თავისი სილამაზით გამოირჩევა. სიმართლე გითხრათ და პეპის ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე და მეორე დღეს იტალიელებს საკუთარი თანხმობა შევუთვალე.“ - განაცხადა მარიო გომესმა.