გასული წლის ზაფხულში, გამოცემამ “Rolling Stone” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ამჟამად 60 წლის სინდი ლაუპერი საკუთარ მემუარებზე მუშაობას ასრულებდა.
ცნობილი გახლდათ, რომ წიგნი გაყიდვაში გასული წლის შემოდგომაზე უნდა გამოსულიყო. მისი სახელწოდებაა“Cyndi Lauper” და გამომცემლობამ “Simon & Schuster” უნდა გამოსცეს. მომღერალი მოგონებების ამ კრებულში საკუთარ მუსიკალურ კარიერას გაიხსენებს.
სამწუხაროდ მომღერალმა ამ ნაშრომის თავის დროზე დასრულება ვერ მოახერხა. ქალბატონმა სინდიმ წიგნი მხოლოდ ორი თვის წინ დაამთავრა. ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ეს ავტობიოგრაფია დღის სინათლეს მიმდინარე წლის შემოდგომაზე იხილავს.
სინდი ლაუპერის სადებიუტო ალბომმა “She's So Unusual” დღის სინათლე1983 წელს იხილა. ამ დისკში განთავსებულმა კომპოზიციამ“Girls Just Want To Have Fun” ამერიკულ და ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში მეორე ადგილი დაიკავა. 1984 წელს ალბომმა “She's So Unusual” “გრემის”ექვს ნომინაციაში იმარჯვა.
სინდი ლაუპერის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Memphis Blues” გაყიდვაში2010 წლის ივნისში გამოვიდა.