ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სასოწარკვეთა და უიმედობა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზია.
მრავალწლიანი გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ უიმედო, უხალისო ადამიანები თავს ითრგუნავენ ფიქრით არშემდგარი კარიერის და ცხოვრების გამო.
ამ ადამიანებს გამუდმებით აწუხებთ მარტოობისა და გამოუვალი მდგომარეობის შიში.
მუდმივი დეპრესია, შიში, დათრგუნვა - ეს ყოველივე ხელს უწყობს ორგანიზმში სტრესული ჰორმონების ჭარბ სეკრეციას, რამაც შეიძლება, მიგვიყვანოს სტენოკარდიამდე და გულის კუნთის ინფარქტამდე.
ამიტომ, თუ გინდათ, ამ საშიშ და ჯანმრთელობისთვის სარისკო დაავადებებს თავი დააღწიოთ, გირჩევთ, ხშირად გაიღიმოთ და გარშემო მშვიდი და ხალისიანი გარემო შეიქმნათ.