რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Telegraph” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ინგლისის ეროვნული გუნდისა და „ლივერპულის“ 33 წლის ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად ჯერარდი მერსისაიდულ გუნდში 2015 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
სტივენ ჯერარდი საკუთარი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთ გუნდში - „ლივერპულში“ ასპარეზობს. ამ კლუბის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა. ამ დროიდან „ლივერპულის“ ღირსება 613 ოფიციალურ შეხვედრაში დაიცვა და საკუთარ ანგარიშზე 154 გოლი მიითვალა.
ინგლისის ეროვნულ გუნდში 2000 წლიდან თამაშობს. მის რიგებში 102 მატჩში იასპარეზა და 19 გოლი გაიტანა.