ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული გუნდისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშე ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე კლუბ „როსტოვში“ ჩაირიცხა. ქართველი ახალ გუნდში იჯარის წესით იასპარეზებს. რუსი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ჯანო „სახალხო გუნდს“ მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის ზაფხულში დაუბრუნდება.
დღეს „როსტოვი“ რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს და კლუბ „ტერეკს“ უმასპინძლებს. ამ მატჩის წინ ქართველ ფეხბურთელს გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“ ესაუბრა და ორი შეკითხვა დაუსვა.
თქვენთვის მოულოდნელი იყო იყო თუ არა ახალ გუნდში გადასვლა?
- სიმართლე გითხრათ და ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მოსკოვური გუნდის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებამ სასოწარკვეთაში არ ჩამაგდო. „სპარტაკში“ დიდი ხნის განმავლობაში ვასპარეზობდი და გუნდს ძალიან მივეჩვიე. მზად ვარ ჩემი მაღალი სათამაშო დონე „როსტოვშიც“ დავამტკიცო. იმედი მაქვს, რომ „სპარტაკს“ მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები.
ახალ კლუბს როგორ შეეწყვეთ?
- ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მქონია. კარგად მიმიღეს და საკუთარ თავს უკვე „როსტოვის“ განუყოფელ ნაწილად მივიჩნევ. მზად ვარ ამ გუნდთან ერთად მაღალი სიმაღლეების დასაპყრობად ვიბრძოლო. ადაპტაციის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. უფრო მეტიც. „როსტოვში“ ყოფილი თანაგუნდელი საშა შეშუკოვი დამხვდა, რომელმაც ახალ გუნდელებთან დაახლოების პროცესი დიდად გამიადვილა.