რატომ დაამთხვიეს მოსკოვში ქართული კულტურის დღეების გამართვა რუსეთ-უკრაინის ომს?!

რატომ დაამთხვიეს მოსკოვში ქართული კულტურის დღეების გამართვა რუსეთ-უკრაინის ომს?!

ზუსტად იმ დროს, როცა რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, მოსკოვში ქართული კულტურის დღეებისთვის მოიცალეს. 11- 13 დეკემბერს მოსკოვში მცხოვრები ქართველები ღონისძიების გამართვას გეგმავენ, რომელიც დაგვირგვინდება გრანდიოზული კონცერტით, სახელწოდებით, „ჩვენ ერთად ვართ“.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რამდენად სწორად არის შერჩეული ქართული კულტურის დღეების თარიღი მოსკოვში, ამას ახსნა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიხედვით შეიძლება მოეძებნოს. წინასწარი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები. ასევე, იგეგმება გამოფენების მოწყობა, ქართული კულინარიის მასტერ-კლასების ჩატარება, დაგეგმილია კონფერენცია მიგრაციის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, ე.წ. ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორია ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძე.

პოლიტოლოგი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს ქართული კულტურის დღეები მოსკოვში, სასიკეთოს რას გვაძლევს ასეთი ღონისძიებები?! პოლიტოლოგის აზრით, უკრაინა-რუსეთის ომიც რომ არ იყოს, არც სხვა პერიოდში იყო გამართლებული მსგავსი ღონისძიებების მოწყობა.

„სრულ გაუგებრობას იწვევს ჩემში ასეთი იდეა. საინტერესოა, როგორი იქნება ქართული კულტურის დღეების ფორმატი მოსკოვში, ერთად იქნებიან რუსები და ქართველები?! იქვე იქნებიან ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც? ცხადია, რუსები სადაც არიან, ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც იქვე იქნებიან“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

მისი აზრით, მოსკოვში ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ქართული დასების და შემსრულებლების წასვლაც კონტრპროდუქტიული და სრული უაზრობა იქნება, მით უმეტეს, ისეთ სიტუაციაში, როცა რუსეთი უკრაინას წყლისა და დენის გარეშე ტოვებს. ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, ეს ნორმალური სიტუაცია არ არის. ამდენად, გინდ მშვიდობიანი დრო იყოს, გინდ არამშვიდობიანი, რუსეთთან მიმართებით ასეთი ღონისძიებები ცუდის გარდა არაფრის მომტანია.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ შევარდნაძის პერიოდში დაიწყო აფხაზეთის ომი, რაც ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირების შედეგი იყო. 1993 წელს დავკარგეთ აფხაზეთი. ამის შემდეგ რუსეთში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად საქართველოდან. დღესაც ყველა ეკონომიკური მონაცემით დასტურდება, რომ რუსეთიდან შემოდის ყველაზე მეტი თანხა საქართველოში, ხორციელდება გადმორიცხვები, რომლითაც თავს ირჩენენ ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკურ ზრდაზე როცა ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება, აქ უზარმაზარი როლი აქვს რუსეთს. ამდენად, იგორ კვესელავას აინტერესებს, ჩვენ რომ შევწყვიტოთ ახლა ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობა რუსეთთან, მისაღები იქნება? ჩვენი ხალხისთვის კარგი იქნება?

„ვერ დავეთანხმები რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის შეწყვეტას. ქართული კულტურის დღეების გამართვა მოსკოვში ეს არის სახელმწიფოთა შორის ჩვეულებრივი ურთიერთობა. ომი ომია, მაგრამ ომის დროსაც ადამიანებს აქვთ ამ ტიპის ურთიერთობები. ამჟამად რუსეთთან ომი არ გვაქვს. როცა ჩვენ აგვისტოს ომი გვქონდა რუსეთთან, რას აკეთებდა მაშინ უკრაინა? რაიმე ეკონომიკურ საშუალებას გვაძლევდა? მხარს გვიჭირდა? პირიქით, უკრაინელი მოხალისეები ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ. უფრო უარესიც, როცა ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება ჩამოაგდეს და დაამხეს, მაშინ ბალტინისა და კრავჩუკის (უკრაინის პრეზიდენტი) მეშვეობით საქართველოში შემოვიდნენ უცხო ნაწილები, შემოვიდნენ ოკუპანტი ძალები, მხარი დაუჭირეს უკანონო ხელისუფლებას და საბოლოოდ ყველაფერი გამსახურდიას მკვლელობით დასრულდა“, - აღნიშნა იგორ კვესელავამ.

მანვე განმარტა, რომ ისტორიული პასაჟები არ უნდა დავმალოთ. მოსკოვში ქართული კულტურის დღეების გამართვა კი ხალხთა შორის ურთიერთობას ნიშნავს. შეიძლება პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან ურთიერთობა გაწყვიტონ, შეიძლება ხელისუფლებებმა ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყვიტონ, მაგრამ საზოგადოება, ხალხი, მეცნიერები, მწერლები, კულტურის მოღვაწეები, სპორტსმენები ამ ურთიერთობას არ უნდა წყვეტდნენ.

ამიტომ ამ სიტუაციაში მოსკოვში ქართული დღეების გამართვა იგორ კვესელავას აბსოლუტურად გამართლებულად მიაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ყველამ იცის უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ანალიტიკოსის თქმით, ჩვენი ერი უკრაინას ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ უკრაინელების დამოკიდებულება არ უნდა იყოს არც სახელისუფლებო, არც უკრაინის პრეზიდენტის დონეზე გადასაწყვეტი. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო გაძლიერდეს ეკონომიკურად.

„ზოგიერთები ხბოს აღტაცებით ხვდებიან საქართველოში უცხოელების ჩამოსვლას, თუ რას იტყვის ვიღაც კონგრესმენი. პარალელურად წამდაუწუმ გაისმის „რუსეთი ოკუპანტია“, რადგან უკრაინასთან აქვს ასეთი დამოკიდებულება. სინამდვილეში, რუსეთი უკრაინასთან დამოკიდებულების გამო კი არ არის ოკუპანტი, არამედ ჯერ საქართველოსთან ურთიერთობის გამოა ოკუპანტი. დავუშვათ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხი უცბად გადაწყდა იმ პირობებით, რაც არსებობდა თავის დროზე, რომ ფედერაციული რესპუბლიკა ყოფილიყო. თუკი რუსეთი ამას არ შეეწინააღმდეგება და მივიღებთ სახელმწიფოს სახელმწიფოში აფხაზეთის სახით, მაშინ ჩვენ აღარ გავაგრძელებთ სიტყვა „ოკუპანტის“ დაძახებას. ვფიქრობ, უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. დიპლომატია არის ბრძოლა, წართმევა, მორიგება, მოტყუება, დიპლომატიით რაღაცას უნდა მივაღწიოთ, ვიდრე ის, რომ საზღვართან მიდის ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი, ჩაიხდის შარვალს, რაც სამარცხვინოა იმ ერისთვის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უზარმაზარი კულტურა გააჩნია. რუსეთს უნდა ებრძოლო ხელოვნებით, სპორტით, პოლიტიკით, დიპლომატიით“, - მიიჩნევს იგორ კვესელავა.

 

Maverick ქართული კულტურა საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, ისევე როგორც სახელმწიფო, სახელმწიფო რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანული სახელწიფოს ქვაკუთხედი, რომელიც მიუხედავად ირანის, თურქეთის შემოსევების დროს არ ეხებოდა მუსლიმანურ მეჩეთებს, სალოცავებს, მათი ხელყოფა ქართულ მენტალიტეტში არ შედიოდა!

2008 წლის 08/08 დროს უკრაინას დიდად არ შეუწუხებია თავი საქართველოსთვის, პირიქით რუსეთის მიერ დაანონსებულ ღონისძიებებშიც ღებულობდა მონაწილეობას!

ჩვენ არ ვიქნებით მართალი, რომ გავრიყოთ, მოვიწყვიტოთ ჩვენი ძმები, დები, შვილები რუსეთში გადახვეწილები, არ დავანახოთ მათ, რომ დედა სამშობლო მიაესალმება მათ, მათ ღვიძლ შვილებს, პირიქით, მათ მხარში უნდა ამოვუდგეთ და ვუთხრათ "ჩვენ თქვენთან ვართ!"

თანხა, რომელიც გზავნილების სახით შემოდის და ქვეყნის შემოსავლებში აისახება, მადლიერებით უნდა მივიღოთ და არა უმადურობით!

ნუ ვიმოქმედებთ დევიზით "ფულს სუნი არ უდის!"

კულტურის დღეები ქართული კულტურისაა და არა ხელისუფლების!

ასე რომ, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია ამ კულტურის დღეებში წარმოაჩინოს თავისი თავი!
2 წლის უკან
trampi უკრაინის ომის გარეშეც კი .................................... რა აზრი აქვს ამ ე.წ. ღონისძიების გამართვას??
ეს ისე გამოდის აი................. ჰოპლა ჩვენ ისევ ვცოცხლობთო---- უბრალოდ თავს შევახსენებთ
აზრიიიიი??? მაგათ გინდ წინ მოუჯვი გინდ უკან, აზრი არა ააქვს .......ზუსტად ისეა მაგათი საქმე
ამ 30 წლის მანძილზე, ჩვენთვის საიმედო, ერთი პატარა დვიჟენია მაინც გაეკეთებინათ--გააკეთონ რამე??
არა .....ჩლუნგები არიან ჩლუნგები.!!!!!..
მაგათ რომ ტვინი ჰქონდეთ არც აქამდე არ მოგვექცეოდნენ ჩვენ ესე დურაკულად და მით უმეტეს ეხლა...........ამერიკის ჯინაზე სუ ჩვენ დაკერვას უნდა ცდილობდნენ, იქნებ გრუზინებს რამე ვასიამოვნოთ, რომ გრუზინების გული როგორმე მოვიგოთო.....
მაგრამ არა ........ არა შეჯდა მწყერი ხესაო................. რუსი იყო ჩლუნგი, არის ჩლუნგი და დარჩება მუდამ ჩლუნგად .....ტვინი არ ყოფნის, ტვინი.., რომ იქნება რამე ნორმალური ურთიერთობა ავაწყო გრუზინებთანო.....
ყველაზე ძალიან აი ეს სიჩულნგე მეზარება რუსში.......
არის ორი რუსეთიო --- მეგობარი და რეაქციულიო.... ისემც ორივე რუსეთის კეთილებიც ქუნემ...არის ერთი და ისიც დიდი პიდარასტი
ესეა ამერიკაც---- იმათიც ორივენაირი ამერიკა ქუნემ
მოკლედ ბედი გვაქვსო საქართველომ უნდა თქვას....... ეს ერთი მეზობელი ხომ გვქინძავდა და გვქინძავდა, ეს მეორე ცხრა მთა გადამთიელი რაღას ავიკიდეთ, ვერ ვიგებ
ისე კი.......... ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო, ზუსტად ისე გამოვიდ.... .
2 წლის უკან
trampi კურდღლის სიზმარი

კურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ
ვერვინ მოვა ჩემზედაო
გავიხედე სერზედაო,
ბატონი ზის ცხენზედაო.
წინ მეძებრები მოუდის,
დაგეშილი ჩემზედაო.
დამისიეს, გამომიდგნენ,
გავექეცი განზედაო,
აღმართშია მე ვაჯობე,
თავდაღმართში იმათაო
ერთმა წუწკმა მეძებარმა
კბილი გამკრა გვერდზედაო;
გამწიეს და გამომწიეს,
ჩამომკიდეს ცხენზედაო.
მზარეულებს მიმაბარეს,
კარგად შესწვდით ცეცხლზედაო;
ცალი გვერდი ცეცხლზედ იწვის,
ცალი ერბოს ალზედაო;
უყურეთ ამ მამაძაღლებს
რა ყოფა აქვთ ჩემზედაო?
ამარიგეს, ჩამარიგეს,
წვრილ-წვრილ ლამბაქებზედაო;
ხორცი ხორცად შემიჭამეს,
ძვლებს იმტვრევდნენ ცერზედაო.

ხალხური
2 წლის უკან
trampi მაჭავარიანი მუხრან
გაზიარება

XVII საუკუნე


საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
_ დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს! _
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
_ ლექსი იციო?! _ ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას, _ თვალცრემლიანს...
_ ვიციო! _ უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
_ ყოჩაღ! _ მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, _
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.


ნეტავ ისევ ესე არ განმეორდეს ....თუ არად ეს 30 წელი სუ წყალში იყრება....
მაშ რისთვის ეს ამდენი სისხლი უბედურება და განახევრებული საქართველო??


ჯერ მარტო ამ 30 წელში რამდენი ტანჯვა უბედურება გადაიტანა ამ პატარა საქართველომ და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ....... (შესაბამის სიტყვებს
ვერ ვპოულობ).........აქვს გადატანილი ამ 30 საუკუნის მანძილზე??????????????????????

და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ რა დღეში არიან დღეს საქართველ;ოს შინაური და გარეული მტრები.....
2 წლის უკან
trampi ჰოი, კუზიანო დედამიწავ,

ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,

მე შენგან მოველი შველას.

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,

ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,

არაგველების მოზარე ვარ,

სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.

ოღონდ ნუ იქნება:

მთიულეთი - ნამთიულარი,

ხევსურეთი - ნახევსურალი,

ფხოვი - ნაფხოვარი,

ხევი - ნახევარი...

კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და

ნუ გახდება საქართველო

ნახევრის - ნახევარი.

და შენ, კუზიანო დედამიწავ,

რამდენიც გენებოს, იტრიალე!


გოდერძი ჩოხელი
2 წლის უკან