დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საჭიროა სამედიცინო და არა პოლიტიკური დიაგნოზი - ექიმის, აპოლიტიკური სპეციალისტების რეკომენდაციები და არა პიარკამპანიის აგორება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო ასპექტით უნდა ფასდებოდეს და არა პოლიტიკური მიზნებისთვის.

„ამისთვის, საჭიროა სამედიცინო და არა პოლიტიკური დიაგნოზი - ექიმის, აპოლიტიკური სპეციალისტების რეკომენდაციები და არა პიარკამპანიის აგორება. პიარკამპანიით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება, თუკიო ეს რეალურად, ზრუნვის საგანია. პირიქით, კიდევ ერთხელ მყარდება აზრი, რომ ეს არა ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით, არამედ პოლიტიკური მიზნით ხდება, რათა ყველაფერი გაკეთდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს მიერ მინიჭებული პასუხისმგებლობა აიცილოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცენტრი „ემპათია“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მსჯავრდადებულის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.