ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უწყებები მთლიანად მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით - სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი დღეს არის არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უწყებები მთლიანად მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით - სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი დღეს არის არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში

ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით. სახელმწიფო უწყებები მთლიანად მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით - სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი დღეს არის არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ამ პარტიის ლობისტების, ტელევიზიების პასუხისმგებლობა რა არის? მათ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და ამის შედეგად ჩაჯდა ის ციხეში. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ. თვეების მანძილზე ის არასათანადოდ იკვებებოდა და ეს იყო თვითდაზიანების გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.