ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი

ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი

როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს არის სიბინძურის სამსახურში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და მარტივი ლოგიკა - ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს არის აგენტი, ყველა, ვინც ამას ამბობს არის ჩვეულებრივი აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არის ომის პარტია, რომელსაც საქართველოში მშვიდობის დარღვევა უნდა და ამის უკან დგას შესაბამისი ინტერესები და სურვილები.

„მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილის მიმართ, რადგან ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.