ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მიხეილ სააკაშვილზე იქნება სამედიცინო დასკვნა, რომელიც კანონის სახით ითვალისწინებს მისი პატიმრობის შეცვლას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია

ირაკლი ქადაგიშვილი: თუ მიხეილ სააკაშვილზე იქნება სამედიცინო დასკვნა, რომელიც კანონის სახით ითვალისწინებს მისი პატიმრობის შეცვლას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია

თუ მიხეილ სააკაშვილზე იქნება რაიმე სხვა სამედიცინო დასკვნა, რომელიც კანონის სახით ითვალისწინებს მისი პატიმრობის შეცვლას, ესეც სასამართლოს მიერ იქნება გადასაწყვეტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტი, მსჯავრდებული სააკაშვილი იყოს მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება მის სამკურნალოდ გადაყვანას, აქაც ნათლად ითქვა, რომ კანონის მიხედვით უნდა მოხდეს ყველა საკითხთან მიდგომა. თუ იქნება რაიმე სხვა სამედიცინო დასკვნა, რომელიც კანონის სახით ითვალისწინებს მისი პატიმრობის შეცვლას, ესეც სასამართლოს მიერ იქნება გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს შეთავზება, რომ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, შეძლებს მის მკურნალობაში ჩაერთოს - მიუღებელი და პროვოკაციული განცხადებაა „ნაციონლაური მოძრაობის“ წევრებისთვის. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპონენტები ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეგნებულად მანიპულირებენ.