დავით მათიკაშვილი:  „ნაციონალურ მოძრაობას

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული კრიზისი უდგას, საკუთარი ბელადის გარშემოც ვერ ერთიანდება ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება

„ნაციონალურ მოძრაობას" სერიოზული კრიზისი უდგას, საკუთარი ბელადის გარშემოც ვერ ერთიანდება ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „გაქრობის პირას“ არის და გამოწვევებს ვერ უმკლავდება.

„მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ხაბეიშვილსაც და მელიასაც. საზოგადოებას სთავაზობენ ისეთ წარმოდგენებს და ისეთი შინაარსის სცენებს, რაც სერიოზულობის ფარგლებს სცილდება და არაადეკვატურია იმ ამოცანების წინაშე, რაც გაქრობის წინაშე მდგარ "ნაციონალურ მოძრაობას" უდგას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე ერთიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

„რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების ნაწილი კვლავაც განკერძოებულად ცდილობს ნაბიჯების გადადგმას, რაც არ ემსახურება არც საერთო მიზნის ირგვლივ კონსოლიდაციას და შესაბამისად“, - განაცხადა მელიამ.