კატარში აქლემების სილამაზის კონკურსი იმართება

კატარში აქლემების სილამაზის კონკურსი იმართება

კატარში ნავთობმომპოვებელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ კონკურსში, რომელსაც „აქლემების სილამაზის მსოფლიო თასი“ ჰქვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც კონკურსის ორგანიზატორი და სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, ისინი თითოეულ აქლემს ამოწმებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ აქლემს პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული.

მისივე თქმით, ზოგი მფლობელი აქლემს ბოტოქსს, ფილერსა და სილიკონს უკეთებს.