ედუარდ სააკაშვილი: არ მგონია, რომ ხელისუფლების მიზანია მამაჩემის სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამენ, რაც დასაფასებელია

ედუარდ სააკაშვილი: არ მგონია, რომ ხელისუფლების მიზანია მამაჩემის სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამენ, რაც დასაფასებელია

არ მგონია, რომ ხელისუფლების მიზანია მამაჩემის სიცოცხლის მოსპობა, ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამენ, რაც დასაფასებელია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა "ტვპირველის" ეთერში განაცხადა.

"ალბათ, ყველა ხვდება, რომ მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ვფიქრობ, რომ ახლა არის ის სიტუაცია, რომ შეიძლება ველოდოთ რაღაც ტიპის პოზიტიურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. მე არ ვამბობ კომპრომისს, იმიტომ რომ ეს ლოგიკური სამართლიანი სვლა არის, რაც იქნება ყველანაირად წინ გადადგმული ნაბიჯი და დასაფასებელი. მე მაქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რა თქმა უნდა, ჯობია ადრე, ვიდრე გვიან, მაგრამ რთული წარმოსადგენია ეს სიტუაცია შენარჩუნდეს, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლების მიზანი მართლა არ არის მისი სიცოცხლე მოსპოს, არ მგონია მათი მიზანი ეს იყოს, მაშინ რაღაც ტიპის ცვლილება საჭირო ხდება",- განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.