ზოგჯერ მსახიობები ზებუნებრივი მოვლენების მომსწრეები ხდებიან. ჯემალ ღაღანიძე მოგვიანებით ერთ უცნაურ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.
„იყო პერიოდი, როდესაც სასწაულების არ მჯეროდა, მაგრამ ამდენი თანამედროვე ექსტრასენსებისა და ნათელმხილველების შემყურე ნელ-ნელა რაღაცეებს ვიჯერებ.
ერთხელ გასტროლებზე ვიყავით ლვოვში. თეატრში აუზი გამოგვიყვეს და მსახიობები ყოველდღე დავდიოდით.
კახი კავსაძის შვილი, ირაკლიც დაცურავდა ხოლმე მამასთან ერთად. ერთხელაც რომ ჩაყვინთა და ამოვიდა, კახის უთხრა, თითიდან ბეჭედი მომძვრაო.
წყალი ანკარა არ იყო რომ დაგვენახა. ჩავიდნენ, ეძებეს და ვერ იპოვეს. მერე კახიმ თავისი ბეჭედი მოიხსნა და უთხრა, ბეჭედს ჩამოვაგდებ და თვალი ადევნე, საით წავაო.
ჩააგდო, ბეჭედი წავიდა და ზუსტად იმ დაკარგულ ბეჭედზე დაჯდა, არ არის სასწაული?“