შალვა ხაჭაპურიძე: გავაცანით მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზები და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს

შალვა ხაჭაპურიძე: გავაცანით მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზები და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს

გავაცანით მიხეილ სააკაშვილს დიაგნოზები და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, სასამართლოში განცხადების შეტანას აპირებენ ისე, რომ დიაგნოზები არ გასაჯაროვდება.

მისივე თქმით, დიაგნოზები ჯდება იმ ჩამონათვალში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების განკარგულების მიხედვით, ითვალისწინებს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას.

„ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას. იურისტები დღეს უნდა შევიკრიბოთ და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა ცუდია. კარგი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრი, ვიდრე რაიმე განცხადებას გააკეთებს, მუხლსაც დაასახელებს, რა ნორმით უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენი გეგმით მივდივართ და ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნით. შეთავაზება შემოთავაზებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. რაც კანონით არის გათვალისწინებული, იმას ვაკეთებთ. სასჯელის გადავადების პროცესი დროში გაწელვასთან არ არის დაკავშირებული, საკმაოდ სწრაფი პროცესია. ერთ სხდომაშიც, ერთ-ორ საათში შეიძლება, მოგვარდეს. ექიმების ჩამოყვანა თუ უნდათ, ჩამოიყვანონ ბიუჯეტის ხარჯზე, პრობლემა არ არის. გუშინწინაც მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არანაირი საფუძველი ამას არ გააჩნდა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ბიუჯეტიდან თუ გამოიყოფა თანხა, ჩამოუყვანონ ექიმები, არანაირი პრობლემა არ არის“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

trampi შავგულიძესი არ იყოს ამ კაცის გამკვირვებია


ნეტავ ამ კაცს რას უხდიან -- გადაუხადეს რომ ნაცებს შეეკრა???
1 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რა გადაუხადეს და 30 ვერცხლი!!! აქ ნეტაავ საკითხავი რა არის?! დღევანდელი კურსით რმდენია ეს კი არც მე ვიცი!
1 წლის უკან