ნატოს მინისტერიალის განცხადება: ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ნატოს მინისტერიალის განცხადება: ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ, - ნათქვამია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატოს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაშინ, როდესაც ნატო აძლიერებს თავის მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის გასზლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, - ნათქვამია ნატოს მინისტერიალის განცხადებაში.