რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი - ცეცხლს ეთამაშებიან

რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი - ცეცხლს ეთამაშებიან

იუსტიციის მინისტრის განცხადება არის არაჰუმანური - მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას.

გოცირიძის თქმით, არსებობს მოვლენების ისე განვითარების რისკი, რომელიც ქვეყანას შეარყევს.

"კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული იარების, რაც დღემდე შეხორცებული არ არის და თავს გვახსენებს, იმ შეცდომის გამეორების პირობებს ქმნის. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად. მიბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის შეთავაზება "სასაცილოა", რადგან დასავლურ კლინიკაში მკურნალობა ერთია და იქიდან ექიმის ჩამოყვანა სხვა.

"რატომ დადიან მინისტრები და დეპუტატები, მათი ოჯახის საზღვარგარეთ სამკურნალოდ? მაშინ იმკურნალონ აქ თბილისში", - განაცხადა გოცირიძემ.

amo რახან შენ იტყვი
1 წლის უკან