მევლუთ ჩავუშოღლუ: ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე

მევლუთ ჩავუშოღლუ: ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე

ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაზე, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუქარესტში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველებმა, მოლდოველებმა და ჩვენმა სხვა პარტნიორებმა გადაიხადეს ფასი. დღეს მოლდოვას პრემიერთან ვსაუბრობდით, თუ რამდენად ძლიერია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გავლენა მოლდოვაზე. ქმედებების მხოლოდ დაგმობით ჩვენ პრობლემების გადაჭრას ვერ შევძლებთ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა. ჩვენ შევძელით, რომ დელეგაციები ერთ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ძნელი ხდება ეს პროცესი. რუსეთის წინადადებები უკრაინისთვის მიუღებელია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ევროკავშირის ერთიანობით. ევროკავშირმა დაიწყო ახალი პროგრამა, უკრაინელი ჯარის გაწვრთნა დაიწყო, რაც მისასალმებელია. ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ერთიანობის სულისკვეთება, რათა ევროპის ახალი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივის გაცოცხლება. ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაზე. ეს რეგიონი ვერ იქნება მთლიანი ჩემი ქვეყნის თურქეთის გარეშე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.