ლევან ბეჟაშვილი: მნიშვნელოვანია, უმრავლესობის პროექტთან ერთად ვენეციის კომისიაში ჩვენს მიერ მომზადებული „ოლიგარქიული მმართველობის შესახებ“ კანონპროექტიც გადაიგზავნოს

ლევან ბეჟაშვილი: მნიშვნელოვანია, უმრავლესობის პროექტთან ერთად ვენეციის კომისიაში ჩვენს მიერ მომზადებული „ოლიგარქიული მმართველობის შესახებ“ კანონპროექტიც გადაიგზავნოს

მნიშვნელოვანია, უმრავლესობის პროექტთან ერთად ვენეციის კომისიაში ჩვენს მიერ მომზადებული „ოლიგარქიული მმართველობის შესახებ“ კანონპროექტიც გადაიგზავნოს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პარლამენტს მისცემს საშუალებას, ერთ დოკუმენტზე შეჯერდეს და მიიღოს.

„ევროკომისიის რამდენიმე მოწოდების შემდეგ კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გააგზავნა ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტთან ერთად გადაგზავნილი იქნას ოპოზიციის მიერ მომზადებული „ოლიგარქიული მმართველობის შესახებ" კანონპროექტიც, რადგან იმავე საკითხს არეგულირებს და ეხება. შესაბამისად, ვენეციის კომისიის დასკვნა ორივე პროექტზე მოგვცემდა საშუალებას, რომ შეჯერება მომხდარიყო და საერთო კანონპროექტი მიღებულიყო პარლამენტში. ამიტომ პროცესის სრულყოფისთვის, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული კანონიც გადაგზავნილი იქნას ვენეციის კომისიაში, გამოითქვას სამართლებრივი შენიშვნები და შემდეგ მოგვეცეს საშუალება, რომ ორივე პროექტის შეჯერება მოხდეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.