მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი მოატყუეს, რომ აქ დახვდებოდა 200 000 ადამიანი, რევოლუცია მოხდებოდა და დაინგრეოდა ყველაფერი, ჩამოიყვანეს და ახლა შეილძება რაღაც ვალდებულებები აქვთ მის მიმართ

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი მოატყუეს, რომ აქ დახვდებოდა 200 000 ადამიანი, რევოლუცია მოხდებოდა და დაინგრეოდა ყველაფერი, ჩამოიყვანეს და ახლა შეილძება რაღაც ვალდებულებები აქვთ მის მიმართ

მათი პირველი გეგმა იყო სააკაშვილის ჩამოყვანა და მოატყუეს ის კაცი, რომ აქ დახვდებოდა 200 000 ადამიანი, რევოლუცია მოხდებოდა და დაინგრეოდა ყველაფერი. ჩამოიყვანეს და ახლა შეილძება რაღაც ვალდებულებები აქვთ მის მიმართ. როდესაც ეს არ გამოუვიდათ გადავიდნენ გეგმა ბ-ზე. მილიონი გეგმა ჰქონდათ და როდესაც ვერცერთმა გაამართლა დაუბრუნდნენ ისევ გეგმა ა-ს - მიხეილ სააკაშვილი გარეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რეალურად არსებობს რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პასუხი არ არის. რეალური დიაგნოზი არავის გაუგია ჯერ. ეს ადამიანი უჯერებს თუ არა ექიმებს, მათ რჩევებს ითვალისწინებს თუ არა. ეს აბსტრაქტული დიაგნოზი არ იკურნება საქართველოში? უცხოელი და ქართველი ექიმების ჩართულობით, უმაღლესი დონის კლინიკაში რა პრობლემაა მისი მკურნალობა? შემდეგი შეკითხვა. აკმაყოფილებს თუ არა ეს დიაგნოზი გათავისუფლებისთვის საჭირო კრიტერიუმებს. უამრავი კითხვაა, მათ შორის პროცედურული. ამათ უნდათ, რომ ქართულ კანონმდებლობას, რეალობას ეს ადამიანი ააშორონ და ასე პოლიტიკური ზეწოლით ვიღაც გამოუშვან. ეს არ არის პოლიტიკური თემა. პოლიტიკური თემა ეს იყო 2012 წლამდე, მაგრამ ახლა ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.