კახა კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველამ კარგად იცის, რომ მიზანმიმართული პროპაგანდაა - ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს

კახა კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ყველამ კარგად იცის, რომ მიზანმიმართული პროპაგანდაა - ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს

ყველამ კარგად იცის, რომ მიზანმიმართული პროპაგანდა არის. ზოგადად, ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რადიკალურ ოპოზიცაზე საუბრისას განაცხადა,

„ებრძვიან სარწმუნოებას, საპატრიარქოს და ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ამ ყველაფერს ვხედავთ, ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლა უფრო სააშკარაოზე აქვთ გამოტანილი და ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა, რაც ადამიანებში იწვევს გარკვეულ აგრესიას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.