სანდრო რაქვიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც გაუგებრობა ხდება, დაველოდოთ, იქნებ რამე გამოუვიდეთ, შეიძლება, დაიშალონ

სანდრო რაქვიაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც გაუგებრობა ხდება, დაველოდოთ, იქნებ რამე გამოუვიდეთ, შეიძლება, დაიშალონ

რთულია შევაფასოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა უნდა და რას აკეთებენ, დაველოდოთ, იქნებ, რამე გამოუვიდეთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს.

„ამხელა პარტიაში რაღაც გაუგებრობა ხდება. რთულია შევაფასოთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა უნდა და რას აკეთებენ. დაველოდოთ, იქნებ რამე გამოუვიდეთ. იქნებ, ვინმე გამოჩნდეს და აირჩიონ, რომელიც ლეგიტიმური იქნება, პარტიას დაალაგებს. შეიძლება დაიშალონ. პრამიერისს ატარებენ და იმასაც ვერ ვხვდები, რას აკეთებენ. რაზე მსჯელობენ და რაზე კამათობენ? – ჩვენ გვაქვს პრაიმერისი ჩატარებული და შემიძლია, მათ ჩვენი პრაიმერის სისტემა უფასოდ შევთავაზოთ. მზა სისტემაა, თავისი მხარდამჭერები შეიყვანონ და „გირჩის“ ფერებსაც კი შევუცვლით, რომ ვინმე არ შეწუხდეს. გამოიყენონ, როგორც დასჭირდებათ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.