კახა კალაძე: შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება

კახა კალაძე: შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება

ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პენიტენციური სამსახურია პასუხისმგებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თუ რაიმე ღონისძებაა გასატარებელი, ამას პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.

„ყველაფერზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებას. შესაბამისად, თუ რამე ღონისძიება არის გასატარებელი, თუ რაიმე ნაბიჯებია გადასადგმელი, შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ დაცული იყოს ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება“, – განაცხადა კალაძემ.