ირაკლი კობახიძე: სამივე კანდიდატი: მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე არის ერთმანეთზე უინტელექტო და ერთმანეთზე სამარცხვინო - საზოგადოება ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია

ირაკლი კობახიძე: სამივე კანდიდატი: მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე არის ერთმანეთზე უინტელექტო და ერთმანეთზე სამარცხვინო - საზოგადოება ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პარტია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია

„ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის.

ამ პოლიტიკურ პარტიაში არის სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო, ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიასა და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები“, - განაცხადა კობახიძემ.

კვირის ბოლოს გაირკვევა როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. პოლიტსაბჭოს წევრები სავარაუდოდ 2 დეკემებერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურს. კანდიდატურა შესაძლოა დააყენოს ზურაბ ჭიაბერაშილმაც.