კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა, არსებობენ კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ

კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა, არსებობენ კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ

აშკარად იკვეთება, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობენ კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ.

„პარტიაში დაპირისპირება რომ აქვთ, ცხადია. არსებობს კონკრეტული კლანები, რომლებსაც სურვილი აქვთ, პარტიის სადავეები ხელში ჩაიგდონ, ასევე გავლენები ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიებზე. ეს აშკარად იკვეთება, რომ დაპირისპირება არსებობს. დანარჩენი დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.