ანზორ მელია: თუ ნიკა მელიამ ვერ გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება

ანზორ მელია: თუ ნიკა მელიამ ვერ გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება

ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ანზორ მელია მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობაში“ გარე ძალები უხეშად ერევიან და მათი მიზანი ნიკა მელიას მოშორებაა. ამის შესახებ ანზორ მელიამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუშუ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა

შეკითხვაზე, რატომ უნდათ ნიკა მელია მოშორება, ანზორ მელიამ განაცხადა, რომ ნიკა მელია სუფთაა,  მიშა სააკაშვილის ერთგულია და არავის აზრს არ გაითვალისწინებს ისეთს, რომელიც წარმატებას არ მოუტანს ნაციონალურ პარტიას  და საქართველოს“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარე ძალები  - ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი ებრძვიან და ეს ყველაფერი ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო.

„შეიძლება რომ არ ებრძოდნენ? რა დროს ახლა არჩევნები იყო, როცა მარტის თვეში ისედაც არჩევნები უნდა ყოფილიყო. ახლა მთავარი იყო ბატონი მიშას გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში, რომ კაცი გადავარჩინოთ და კიდევ  ქართველებს  თავი არ მოგვეჭრას მესამე პრეზიდენტის სიკვდილით. ეს ყველაფერი იყო გამიზნული, დაგეგმილი“ - აცხადებს ანზორ მელია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიამ ვერ გაიმარჯვა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება.

„ნამდვილად დაიშლება, ნამდვილად. ნიკა მელიამ არ გადაარჩინა ერთ დაშლას, ევროქოცები რომ შექმნეს ახალი პარტია? მაშინ ნულიდან დაიწყეს თვითონ ის ძველი ნაციონალები ლაპარაკობენ ამას. ნიკა მელიამ არ გადადო თავი და ციხეში არ ჩაჯდა ნიკა მელია? ნიკა მელიას არ უღალატეს, როდესაც ძალა ერთობაშია და ერთად იყვნენ და გამოსულიყო არ იყო ციხიდან რომ უკვე შევარდნენ პარლამენტში, ეს არ იყო ღალატი? ახლა მიშას არ ღალატობენ? ამის დროა ახლა? მე მადლობელი ვიქნები თუ ჩემი შვილი ჩამოშორდება პოლიტიკას და რაღაცებს, დავიხოცებით უკვე, აღარ შეგვიძლია, მაგრამ საქართველოს ასე სჭირდება. შეიძლება მერაბიშვილს მართლა ბევრი ამაგი აქვს, ყველაფერი, მაგრამ ისიც ვიცით ბოლო წლებში რაც გაუკეთა პრეზიდენტს. ჩრდილი მიაყენა გირგვლიანის სახით და რაღაცები, ხალხს შეაძულა თავი. გირგვლიანის საქმეზე რომ გაეთავისუფლებინა სააკაშვილს მიშა, თვითონ გადადგა, მიშა კი არა ვანო მერაბიშვილი უფრო უკეთესი იქნებოდა. ახლა რა დროს ვანო მერაბიშვილია, კი ბევრი ამაგი აქვს, მაგრამ მე არ მომწონს ეს პიროვნება და მომკალი და ასეა ბევრი ხალხი.

კეზერაშვილს არ ვიცნობ აბსოლუტურად და ვერაფერს ვიტყვი. ნიკამ უფრო მეტად იცის, იცნობს და ნიკა რასაც იტყვის სუფთად იტყვის, ამსოლუტურად სუფთა პიროვნებაა,  მოუსყიდავია. 100%-იანი ნიკაც არ არის იმიტომ, რომ უფრო მეტად უნდა ეაქტიურა“ - აცხადებს ანზორ მელია.