"ის, რაც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, აბსოლუტური ანომალიაა, რაც სერიოზული პრობლემაა საქართველოსთვის"

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა დღი­თი დღე უა­რეს­დე­ბა. ამის თა­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მაც ჯერ BBC-ის­თან სა­უბ­რი­სას, არ მინ­და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ცი­ხე­ში მოკ­ვდე­სო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბრძა­ნა, რომ ამ პრო­ცესს დიდი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა და თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა იმ დო­ნე­ზეა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნაც და­ი­დე­ბა, სა­სა­მარ­თლომ უნდა მი­ი­ღოს ღირ­სე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. "ეს გა­და­წყვეტს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მას: პირ­ვე­ლი - ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მე­ო­რე - ამით სა­სა­მარ­თლო იმის გა­რან­ტი­ას მოგ­ვცემს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, რაც ქვეყ­ნის­თვის არა­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა". ბევ­რს ამან გა­უ­ჩი­ნა იმე­დი, რომ ის შე­საძ­ლოა გეგ­მავ­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბას. სა­მა­გი­ე­როდ მკვა­ხე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­მა. ერთ-ერ­თმა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ზუ­რა­ბიშ­ვილს "ადა­მი­ა­ნი-არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბაც" კი უწო­და... ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე, გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- მე ვერ შე­ვა­ფა­სებ ვერც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და ვერც იმ სა­მარ­თლებ­რივ გარ­ჩე­ვა­ში ჩა­ვერ­თვე­ბი, უნდა შე­ი­წყა­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ არა... ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მას­თან არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი პრე­ტენ­ზი­ი­სა, ორ­ჯერ იყო ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი და ის, რა­საც ვუ­ყუ­რებთ, არა­ნა­ი­რად არ ამ­შვე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს. მე­ტიც, ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას აჩენს სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის, შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლი­სა და ბევ­რი სხვა სა­კი­თხის შე­სა­ხებ. მოკ­ლედ, ეს არის ის გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლომ ღირ­სე­უ­ლად უნდა უპა­სუ­ხოს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მეს არა აქვს უფ­ლე­ბა აღ­ძრას საქ­მე ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე თუ სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა სწო­რად გა­კე­თე­ბა. საფ­რან­გეთ­ში ექ­სპრე­ზი­დენტ სარ­კო­ზის საქ­მე­ზეც იყო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, მაგ­რამ არ ყო­ფი­ლა ასე­თი დრა­მა­ტუ­ლი, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვი­ლის. კი­დევ ვამ­ბობ - არა­ვინ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა, მაგ­რამ ყვე­ლა საქ­მის წარ­მო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე, რომ ქვეყ­ნის ავ­ტო­რი­ტე­ტი და ღირ­სე­ბა არ შე­ი­ლა­ხოს. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ამ­დე­ნი წლის მე­რეც წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტის შე­სა­ხებ ვე­რა­ფე­რი ის­წავ­ლა.

ძა­ლი­ან მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვაქვს და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბით, მისი გაგ­დე­ბი­თა და ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლით, მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით და ახლა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ამ­გვა­რი პა­ტიმ­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი... მე-4 პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ ბა­ტა­ლი­ებ­ზე აღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ, აგერ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თაც არა­ნაკ­ლებ არას­წორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვხე­დავთ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო ხში­რად ძა­ლი­ან ბევ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს თავს და თით­ქმის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ. ეს არ წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გზა­ზე მყოფ ქვე­ყა­ნას. ვი­მე­ო­რებ, კა­ნონ­ზე მაღ­ლა არა­ვინ დგას, მაგ­რამ პრო­ცე­სი უნდა იყოს ისე­თი, რო­მე­ლიც არ წარ­მო­შობს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს და არ და­ა­ზა­რა­ლებს ქვე­ყა­ნას. ის, რაც დღეს სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ანო­მა­ლი­აა, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.