ლევან ბეჟაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილზე: როგორც მეგობარი ვურჩევ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა არ დააყენოს, რადგან შანსი არ ექნება

ლევან ბეჟაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილზე: როგორც მეგობარი ვურჩევ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა არ დააყენოს, რადგან შანსი არ ექნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილს ურჩევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა არ დააყენოს, რადგან შანსი არ ექნება.

მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოხატა სურვილი, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ამ ინიციატივის ასე სერიოზულად აღქმა უნდა ხდებოდეს.

„ადამიანს ალბათ, პირადი სურვილი აქვს, შესაძლოა, პირადი ნოსტალგია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით და გამოხატა სურვილი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივის ასე სერიოზულად აღქმა უნდა ხდებოდეს. როგორც მეგობარი ვურჩევ, რომ კანდიდატურა არ დააყენოს, რადგან შანსი არ ექნება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარის კანდიდატურაზე არჩევანის გაკეთება, შესაძლოა ოთხ კანდიდატს შორის მოუწოის. ეს იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ გადაწყვეტს თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩაუდგეს სათავეში პარტიას, საიდანაც წლების წინ, საკუთარი სურვილით წავიდა. სამომავლო გეგმებზე ჭიაბერაშვილმა Facebook-ზე დაწერა.

მანამდე, პარტიის თავმჯდომაეობისთვის ბძოლის სურვილის შესახებ ნკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ განაცხადეს.