პაატა მანჯგალაძე: ქრისტიანობა არ არის დაგეშვა და ვიღაცისთვის რამის გადაბრალება, ქრისტიანობა არის სიყვარული და მიტევება

პაატა მანჯგალაძე: ქრისტიანობა არ არის დაგეშვა და ვიღაცისთვის რამის გადაბრალება, ქრისტიანობა არის სიყვარული და მიტევება

მე იმედი მაქვს, რომ ეს არის ცალკეული პირების განცხადება და არ გამოხატავს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ, რითაც გამოეხმაურა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქსტატუსს, რომელიც მან მონაზვნის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„რადგან ქრისტიანობა არ არის დაგეშვა, ვიღაცისთვის [რამის] გადაბრალება, ქრისტიანობა არის სიყვარული და მიტევება“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.