როდის აისახება მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდა - ანდრია გვიდიანის განმარტება

როდის აისახება მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდა - ანდრია გვიდიანის განმარტება

როდის აისახება მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდა - ამ კითხვას „ქრონიკაში“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანმა უპასუხა.

„რაც შეეხება მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის ასახვას, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ეს არც ერთ და არც ორ წელიწადში ხდება. თუმცა, თუ ბოლო წლების ტენდენციას გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ეს მოსახლეობაზე აისახება და არაერთი პარამეტრი არსებობ, რის მიხედვითაც შეიძლება შევაფასოთ რამდენად აისახა [ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე] ან არ აისახა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად მომყავს დეპოზიტების მაჩვენებელი. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 2022 წელს დაახლოებით 7 მილიარდით არის გაზრდილი მხოლოდ შინა მეურნეობების დეპოზიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილმა ეკონომიკური ზრდა იგრძნო საკუთარ ცხოვრებაზე, შესაბამისად, გარდა მიმდინარე ხარჯებისა, მოქალაქეებმა დანაზოგების გაკეთება და ბანკში დეპოზიტების გახსნა“, - განაცხადა გვიდიანმა.

კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უძრავი ქონების ბაზარს ასახელებს, სადაც, მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა 10% იქნება , რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.